ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის
მომწოდებელი: ფონდი კრისტალი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის".

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს (როგორც ქალებს ასევე კაცებს).
** უკვე არსებულ ახალგაზრდა მეწარმეებს.

კოვიდ-19-ის ეპიდემიიდან გამომდინარე ამ რაუნდის ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.

ტრეინინგი უფასოა და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
** როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
** "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა;
** ბიზნეს პროექტის წერა;
** ფინანსური დაგეგმარება.

"მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.

** 1-ლი დონე შედგება 4 ხუთ საათიანი ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.
** მე-2 დონეზე, რომელიც ასევე 4 ხუთ საათიან და ორ 8 საათიან ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პიროვნული განვითარების და პრეზენტაციის უნარებს. მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
** მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" შეფასების კომისიასთან;
** საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან." დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს.

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2 88 00 45 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა."

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ", რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში შემოსული 4, 228 განაცხადიდან 1, 100 ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 328-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 74-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე