ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ ადამიანს ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები და დაეხმაროს სხვებსაც.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია, ფინანსების განხრით)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა (MS Office, Outlook, PowerPoint)
** მართვის, დაგეგმვის და პრობლემების გადაჭრის ეფექტური უნარ-ჩვევები
** გუნდთან მუშაობის გამოცდილება: გუნდის ორგანიზება, მართვა და მოტივირება
** ფინანსური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი
** დროის სწორი მართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
** კომპანიის ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპანიის ფინანსური ანგარიშების წარმოების უზრუნველყოფა და დამტკიცება (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო)
** ხელმძღვანელებისთვის კომპანიის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
** საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიის ფინანსური ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან ურთიერთობისას
** დაქვემდებარებული სტრუქტურისა და თანამშრომლების ხელმძღვანელობა
** კომპანიის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა
** კომპანიისა და ფინანსური განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა
** ხარჯებისა და მომგებიანობის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
** პროგრამის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ანუ ფინანსური მონაცემები აღრიცხული რომ იყოს
** IFRS ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** ბუღალტრული მონაცემების დროულობაზე პასუხისმგებლობა და ბუღალტრების კონტროლი
** მთავარ ბუღალტერთან მუდმივი კომუნიკაცია და ბრუნვითი უწყისის სისწორის კონტროლი
** ანგარიშთა გეგმის სრულყოფა
** დამფუძნებლებთან პერიოდული ანგარიშის წარდგენა
** ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და მუდმივი დახვეწა
** გარე კომპანიებთან: მომწოდებლები, აუდიტორული/საკონსულტაციო და IT კომპანიებთან კომუნიკაცია

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე info@ukve.ge

შეხვედრამდე!
"უკვე"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე