გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სანიტარული კომპანია ქილერსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
კომპანია "ქილერსი" სთავაზობს მავნებლების კონტროლის სერვისს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: http://www.facebook.com/killers.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები:

** მოიძიოს პოტენციური კლიენტები, მოახდინოს მათთან სატელეფონო კომუნიკაცია, დანიშნოს შეხვედრა, შესთავაზოს ჩვენი სერვისი
** იზრუნოს საკუთარი კლიენტების კმაყოფილების შენარჩუნებაზე და საჭიროებისამებრ მიაწოდოს მათთვის სასურველი ინფორმაცია

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა ჩაითვლება პლიუსად

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა

ერთი თვის ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს + ბონუსი საშუალოდ 500 ლარი

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: info@killers.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე