მისტიური მომხმარებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მისტიური მომხმარებელი
მომწოდებელი: The Stream
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
"The Stream" აცხადებს ვაკანსიას მისტიური მომხმარებლების პოზიციაზე.

სხვადასხვა ობიექტების მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, გვესაჭიროება მისტიური მომხმარებლები. მისტიური მომხმარებლის მიერ ობიექტის შემოწმება გულისხმობს - ობიექტზე ვიზიტს, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებას და/ან მომსახურების მიღებას და ვიზიტის დასრულების შემდგომ შედეგების შესაბამის ანკეტაში შეტანას.

ვაკანსია ცხადდება საჩხერეში და ჭიათურაში.

სამუშაო არ გულისხმობს ყოველდღიურ დატვირთვას და მისი მოქნილი გრაფიკი იძლევა სხვა საქმიანობასთან შეთავსების საშუალებას. გარდა ჰონორარისა, კომპანია სრულად აანაზღაურებს ობიექტებზე ვიზიტის და საკონტროლო შესყიდვების ხარჯებს.

მოთხოვნები:

** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე.
** ასაკს, სქესს, განათლებას და სამუშაო გამოცდილებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე mysteryshopper@thestream.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 555 370 300 (მხოლოდ სამუშაო საათებში) არაუგვიანეს 2020 წლის 5 ოქტომბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე