სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
#საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 14 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში!

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.

გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ დებატების ტექნიკებს და მონაწილეობა მიიღონ დებატების ტურნირებში.

სწავლის მსურველებმა 14 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ან მოსწავლის ბარათი);
** მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: fsle.legaleducation@gmail.com

საკვირაო სკოლაში სწავლა ფასიანია, 6 თვიანი კურსის მთლიანი ღირებულება შეადგენს 200 ლარს. გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

შემოდგომის სემესტრი ჩატარდება დისტანციურად.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: fsle.legaleducation@gmail.com

ტელ: 558 67 17 54
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე