მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
საკრედიტო ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" (ლომბარდი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ხიზანიშვილის 30.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან გასაუბრება და მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება;
** მომხმარებელზე სალომბარდე პროცედურებისა და სესხის პირობების გაცნობა;
** უზრუნველყოფის ნივთის შეფასება;
** სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** სესხთან დაკავშირებული ფულადი ტრანზაქციების განხორციელება.
** მომხმარებელთან ხარისხიანი, ზუსტი, თავაზიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.

სამუშაო გამოცდილება:

აპლიკანტს არ მოეთხოვება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი ტრენერები და გამოცდილი თანამშრომლები სტაჟირებისას შეასწავლიან სრულად ყველაფერს, რათა მან შეძლოს ამ პოზიციაზე დაუბრკოლებლად მუშაობა.

მოთხოვნები:

** ასაკობრივი ზღვარი: 20-დან 40 წლამდე;
** ქართული ენის გამართული ცოდნა. სასურველია რუსული და ინგლისური სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** მონდომება/მოტივაცია;
** პატივისცემა საქმისადმი და კოლეგებისადმი.

დამატებითი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ათვისების კარგი უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორ დღეში ან სამ დღეში ერთხელ, შესაბამისად თვეში არის 15 ან 10 სამუშაო დღე.

ანაზღაურება: ხელფასი ანგარიშდება თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეების მიხედვით. პირველი ერთი თვე შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი, რომელიც არ არის ანაზღაურებადი. ტერნინგის შემდეგ, შტატში ჩასმიდან ერთი თვის განმავლობაში, ხელფასი დღე-ღამეში დაანგარიშდება 40 ლარი, ხოლო მომდევნო თვიდან 50 ლარი. ფიქსირებული ხელფასის გარდა ასევე მოქმედებს დამატებით ბონუსური სისტემაც.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: swiftcredit.hr@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე