ხრახნმხეხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხრახნმხეხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ხრახნმხეხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** სხვადასხვა პროფილის ხრახნების ხეხვა 8-10 ქვალიტეტით უნივერსალურ და სპეციალიზირებულ სახეხ ჩარხებზე;
** ჩარხის გაწყობა და ჭრის რეჟიმების შერჩევა დამოუკიდებლად;
** სახეხი ქვის შერჩევა დასამუშავებელი მასალის მარკის მიხედვით, პროფილის ბიჯის და მისაღები სიმქისის პარამეტრების გათვალისწინებით;
** სახეხი ქვის გასწორება ნებისმიერი პროფილისათვის.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ხრახნმხეხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე