ხარატი-შიგმჩარხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარატი-შიგმჩარხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ხარატი შიგმჩარხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

** რთული დეტალების და კვანძების, გარე და შიგა კონტურზე დიდი რაოდენობის დასამუშავებლად და გასაზომად ძნელად მისადგომ ადგილებში დამუშავება მე- 6-7 კვალიტეტით, უნივერსალურ შიგმჩარხავ ჩარხზე;
** დატალების დამუშავება გასწორებით სხვადასხვა სიბრტყეში დგარის, ბორშტანგების გამოყენებით, სხვადასხვა პროფილის და ბიჯის ხრახნის მოჭრა;
** ნახვრეტების კოორდინატული გამოჩარხვა, სამარჯვით და მის გარეშე, კოორდინატებით გადაადგილებით, ინდიკატორის და მიკრომეტრული ფილების გამოყენებით;
** ნახვრეტების გამოჩარხვა შიგმჩარხ ჩარხებზე ყველა ტიპის, რთულ დეტალებზე მე-6-ე კვალიტეტით;

უნდა იცოდეს:

** უნივერსალური გამოსაჩარხი ჩარხის კონსტრუქციული თავისებურებანი სიზუსტეზე შემოწმების წესები;
** მჭრელი იარაღის გეომეტრიული ალესვა, დაყვანა და ამ ფაქტორების მოქმედება დამუშავების სიზუსტეზე;
** საზომ-საკონტროლებელი ინსტრუმენტის და ხელსაწყოების აწყობა და რეგულირება;
** ჭრის რეჟიმის განსაზღვრის წესები ცნობარების და ჩარხის პასპორტის მიხედვით.

სამუშაოს მაგალითები:

** საქშენი აპარატი - ნახვრეტის საბოლოო გამოჩარხვა, კილოები, ღარები, სიბრტყეები, ჯიბეები, ხრახნის მოჭრა;
** კორპუსები, თავები, კონუსური და სფერული კვანძები - სიბრტყეების გაფრეზვა, შეერთებების, ნახვრეტების გაჩარხვა და ტორსების მიჭრა მოცემული კოორდინატებით;
** სხვადასხვა სამარჯვები, მონიშვნა, ბურღვა, გამოჩარხვა;
** კონდუქტორები - ნახვრეტების გამოჩარხვა სხვადასხვა კუთხით;
** რთული მატრიცები შტამპებისთვის, პრეს-ფორმები, ფორმები წნევის ქვეშ ჩამოსასხმელად. მუშა კორპუსის მონიშვნა, გაბურღვა და გამოჩარხვა;
** მრავალბუდიანი პრეს-ფორმები - სხვადასხვა სიბრტყეში მდებარე ნახვრეტების გამოჩარხვა;
** მრავალადგილიანი სამარჯვები, მრავალპუასონიანი შტამპები-ნახვრეტების გამოჩარხვა.

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ხარატი შიგმჩარხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე