პროგრამული მართვის ჩარხების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მართვის ჩარხების ოპერატორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მართვის ჩარხების ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოსეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** რთული დეტალების დამუშავების პროცესის შეყვანა მართვის პულტიდან, მრავალი გადასვლით, რომელიც მოითხოვს დეტალის გადაყენებას და კომბინირებულ დაჭრას;
** დამუშავება მე-6-ე მე-7-ე კვალიტეტით, პროგრამული მართვის ჩარხებზე.

უნდა იცოდეს:

** სხვადასხვა ჩარხის მოწყობილობა, მოწყობა და კინემატიკური სქემები;
** გაწყობის წესები;
** საზომ-მაკონტროლირებელი ინსტრუმენტის და ხელსაწყოების აწყობის და რეგულირების წესები;
** დეტალის დაყენების და გასწორების მეთოდები;
** მჭრელი იარაღების ზომების, რადიალურ და ტორსულ ცემაზე შემოწმების წესი;
** ჭრის თეორიის საფუძვლები დასამუშავებელი დეტალის მოთხოვნის ფარგლებში;
** ჭრის რეჟიმების განსაზღვრა ცნობარებისა და ჩარხის პასპორტის მიხედვით;
** რთული პროფილების გაკალიბრების პრინციპები;
** ნახაზის კითხვის წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** ლილვები ხრახნის მოჭრით სიგრძით 1500 მმ-ზე მეტი - სახარატო დამუშავება;
** სავარცხლები, ხრახნული კალიბრები, მრავალშესასვლელიანი ჭიახრახნები - სახარატო დამუშავება;
** სიჩქარის კოლოფები, ძრავების და მექანიზმების კორპუსები - დამუშავება სახარატო და საფრეზ ჩარხებზე;
** ღრმა ნახვრეტები - ბურღვა, ხრახნის მოჭრა, შიგმჩარხავ ჩარხებზე;
** რთული კონფიგურაციის დეტალების კონტურების გამოჭრა ფურცლოვანი მასალიდან სისქით 40-მმ-დან ზევით ჰიდროჭრის პროგრამულ ჩარხზე (მასალის მარკიდან და სისქიდან გამომდინარე სიჩქარის შერჩევა).

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროგრამული მართვის ჩარხების ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე