ზეინკალ-მეიარაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზეინკალ-მეიარაღე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ -მეიარაღეს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

** ზუსტი და რთული ინსტრუმენტებისა და სამარჯვების (კოპირები, გამოსაჭრელი და გამოსაჭიმი შტამპები, პუანსონები, კონდუქტორები) დამზადება და რემონტი;
** რთული და ზუსტი იარაღებისა და სამარჯვების დამზადება სპეციალური ტექნოლოგიური სამარჯვისა გამოყენებით;
** ფიგურული მოხაზულობის დეტალების დაყვანა, მიქლიბვა და დამზადება მე-7-10 ქვალიტეტებით სარკისებრი ზედაპირების მიღებით.

უნდა იცოდეს:

** გეომეტრიული და ტრიგონომეტრიული დამოკიდებულების საფუძვლები;
** სხვადასხვა ტიპის მისაქლიბი და დამყვანი ჩარხების მოწყობილობა;
** დასაყვანი მასალების შემადგენლობა, დანიშნულიბა და თვისება;
** დასამუშავებელი დეტალის წრთობის ხარისხის განსაზღვრის წესი და სწორება;
** რთული ფიგურების მონიშვნისა და გამოხაზვის ხერხი;
** ჩასმებისა და დაშვებების სისტემები, ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** თერმო დამუშავებისას, დეფორმაციების, მეტალის სტრუქტურაის და შიდა დაძაბულობების ცვლილებასთან აცილების და აღმოფხვრის მეთოდები.

სამუშაოს მაგალითები:

** ხრახნიანი თვითგაღებადი თავაკები- აწყობა;
** კალიბრები - კავები, ალტიმერი და სხვა - მორგება (მიხეხვა), დაყვანა;
** საკონტროლო სოლები - შაბვრა;
** სხვადასხვა სიბრტყეში დეტალების გასაბურღი კონდუქტორი - დამზადება და აწყობა;
** მრუდთარგების ნაკრები - დამზადება;
** ბერკეტიანი მიკრომეტრები დანაყოფის ფასით 0, 002მმ - რემონტი, საათის მექანიზმისა და მიკროწყვილის შემოწმება სიზუსტეზე;
** საკონტროლო, მოსანიშნი და სამოწმებელი ფილები ზომით 1000×1500მმ-ის მაღლა - შაბვრა;
** რთული წნეხ-ფორმები - საზეინკლო დამუშავება, დამზადება, აწყობა;
** საკონტროლო პრიზმები - შაბვრა და მოქლიბვა;
** დეტალების ექსცენტრულობის, კედლების სისქეებისა და სიღრუვის სიღრმის გასაზომი ხელსაწყოები- დამზადება და აწყობა;
** საამწყობო უნივერსალური სამარჯვების - აწყობა;
** რთული კონფიგურაციის ყველა შესაძლო ფასონური საჭრისების და მათი თარგების - დამზადება და დაყვანა;
** 500მმ-ზე მეტი პერიმეტრის საკონტროლო კუთხოვანების - დამზადება კუთხეების მკაცრი დაცვით;
** ამოსაჭრელი, გამკვეთი, რთული სოკოსებრი შტამპები - დაყვანა წრთობის შემდეგ;
** შტანგენფარგლები, შტანგენრაისმუსები - კაპიტალური რემონტი.

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ზეინკალ-მეიარაღე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე