დამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამყვანი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას დამყვანის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 652 დან -1635 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

ბრტყელი და ცილინდრული ზედაპირების დაყვანა დასაყვანი ფილების და დასაყვანი ჩარხის გამოყენებით 11-13 ქვალიტეტით.

უნდა იცოდეს:

** დასაყვანი ჩარხის და დასაყვანი ფილების აღწერილობა, დანიშნულება, გამოყენების პირობები.
** საკონტროლო და გამზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი და გამოყენების არეალი.
** დასაყვანი საშუალებების, სახეხი პასტების და ქვების მარკები, დასამუშავებელი მასალების მარკები, თერმული დამუშავების შედეგად მისაღები სისალის ზღვრები, ჩასმები და დაშვებები, სისუფთავის და სიზუსტის კლასები.

სამუშაოს მაგალითები:

** კონუსურ კბილანა ღერძების -კბილების დაყვანა
** გლუვი კალიბრი საცობები-დაყვანა
** საკისრის ბუდეები-სარბენი ღარების და ტორეცების ზედაპირების დაყვანა
** საჭრისები ნორმალური და სალშენადნობიანი ფირფიტებით აღჭურვილი-დაყვანა მჭრელი ზედაპირების ხელით
** გლუვი კალიბრი კავების -დაყვანა.
** ბურღების სალიფირფიტების მჭრელი ზედაპირების- დაყვანა

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამყვანი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე