ინჟინერ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნოლოგის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური.
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 900 დან -1300 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური საბუთების დამუშავება მასალის ხარჯის ეკონომიურად გამოყენების გათვალისწინებით. (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** ნახაზის დამუშავება, ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება და დანერგვა, მატერიალური სპეციფიკაციის შედგენა; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** ტექნოლოგიური პასპორტის შედგენა; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** საწარმოსთვის შემუშავებული პროგრამების: "კონსტრუქციული ცვლილებები", "საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური სპეციფიკაცია", ტექნოლოგიური აღჭურვილობის დაგეგმვის, დაპროექტების, დამზადების ორგანიზაცია" გამოყენება; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** ტექ. დავალების შესაბამისად მონაწილეობის მიღება აღჭურვილობის და იარაღის დაპროექტებაში; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** პირველი დეტალის დანერგვა; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** ტექნოლოგიური ათვისების დროს ექსპერიმენტალურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** წუნის მიზეზის ანალიზში და მის აღმოფხვრაში მონაწილეობის მიღება; (ადგილზე შესწავლის შედეგად);
** ტექნოლოგიის ცვლილების დროული ასახვა და მათი მიტანა სამუშაო ადგილამდე;(ადგილზე შესწავლის შედეგად);
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრის კვალიფიკაციით;
** მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ტერმინოლოგიის ცოდნა;
** მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროს ტექნოლოგიური პროცესებისა და საწარმოთა დაგეგმარების საფუძვლების და განვითარების პერსპექტივების ცოდნა;
** სასურველია ქონდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის გარკვეული სტაჟი;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინჟინერ-ტექნოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე