ტენდერი გრაფიკული ვიდეო რგოლის დამზადებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გრაფიკული ვიდეო რგოლის დამზადებაზე
მომწოდებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge

აღწერილობა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ფასთა გამოკითხვას და იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გრაფიკული ვიდეოს დასამზადებლად.

დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ სასამართლო სისტემის თემაზე უნდა დაამზადოს 5 გრაფიკული ვიდეო (1 ვიდეოს ხანგრძლივობა: 30 წამი - 1 წუთი), რომელიც გავრცელდება ტელევიზიის და სოციალური ქსელის გამოყენებით. შერჩეული პირი/კომპანია უზრუნველყოფს ვიდეოს სცენარის, გახმოვანების, მუსიკალური გაფორმების და გრაფიკული ელემენტების დამზადებას, ასევე კადრირებას და მონტაჟს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გრაფიკული ვიდეო რგოლებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ან/და სასამართლო სისტემის თემაზე ვიზუალური პროდუქტის დამზადების გამოცდილება.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

** რეკვიზიტები და პორტფოლიო;
** ამონაწერი (იურიდიული პირი) / CV (ფიზიკური პირი);
** ვიდეოს დამზადების ხანგრძლივობა;
** ბიუჯეტი (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 8 დეკემბერი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ დასახელება - "გრაფიკული ვიდეოს დამზადება".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე