საწყობის მენეჯერი, საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი, საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია კოლორი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "კოლორი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერისა და საწყობის ოპერატორის პოზიციებზე:

1. საწყობის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი: საწყობში პროდუქციის შემოსვლის/გასვლის, გადაცემის დანიშნულების მიხედვით ან შენახვისთვის საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოების უზრუნველყოფა;
** საწყობის მუშაობის კონტროლი;
** მზა პროდუქციის მიღება/ მითვლა/ საბუთებთან შედარება და პროგრამულად აღრიცხვა;
** გაცემული/გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა, ხელმოწერილი საბუთების შენახვა;
** პროდუქციის შენახვისა და საწყობიდან გაშვების პროცედურების სწორად განხორციელების კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის რაციონალურად გადანაწილება/განლაგების კონტროლი, რათა დროულად მოხდეს შეკვეთის გაცემის დროს პროდუქციის მოძიება და გაცემა;
** საწყობში შემოსული ყველა სახის პროდუქციის მიღება/მითვლა საბუთებთან შედარებით;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი, კომპანიის მენეჯმენტის გადაწვეტილებით განსაზღვრული პერიოდიკის გათვალისწინებით;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** 1C პროგრამის ცოდნა;
** მათემატიკური/ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, მოწესრიგებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

2. საწყობის ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დაცლა-დატვირთვა და საწყობში მისი განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების გათვალისწინებით;
** საწყობში პროდუქციის სწორად დალაგება;
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** საწყობის მიერ მიღებული შეკვეთის საფუძველზე, პროდუქციის შეგროვება შესაბამისი საბუთების მიხედვით;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბაღდავაძის ქ. N20;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და სახელფასო მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე