გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანია, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფ. ნატახტარში და სოფ. კობში, აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი.

სამუშაო ადგილი: სოფელი მისაქციელი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი - 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეტიკეტების დიზაინის შემუშავება/კორექტირება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა, ფოტოების დამუშავება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator/Corel)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სულ მცირე 1 წელი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება;
** კვება;
** სატელეფონო ხარჯები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიული პირობებით;
** მეგობრული გარემო;

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aquageo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე