დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

"კონსტრუქტ2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონების" საერთო პროექტია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად.

"სამშენებლო კოლეჯი, m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

მოვალეობები და ფუნქციები:

** ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომლებს;
** ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
** ხელმძღვანელობს კოლეჯის სტრატეგიული და მიმდინარე სამოქმედო გეგმების პროექტების მომზადებას.
** ახორციელებს სასწავლო წლის ორგანიზებული დაწყებისათვის საჭირო ღონისძიებებს.
** ხელმძღვანელობს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილის შედგენას, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩატარების პროცესს.
** ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე.
** ხელმძღვანელობს საკურატორო დარგში ვაკანსიების პროცესს, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენას და შერჩეულ კანდიდატს წარადგენს დირექტორთან.
** ხელმძღვანელობს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას.
** ხელმძღვანელობს სხვადასხვა სემინარებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში სტუდენტთა და მასწავლებელთა მაღალ ჩართულობას.
** აწარმოებს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სათანადო მითითებების და დავალებების მიცემას და მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ, ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს
** აწარმოებს კოლეჯის დირექტორის მოთხოვნისამებრ პედაგოგიური კადრებისა და ადმინისტრაციის წევრების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას გაწეული მუშაობის შესახებ;
** აწარმოებს მონიტორინგს. საერთაშორისო თანამშრომლობის, სოც. პარტნიორების, თვითმმართველი ორგანოების და სხვა სტრუქტურებთან განხორციელებულ ურთიერთთანამშრომლობაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში)

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური სავალდებულოა, გერმანული ჩაითვლება უპირატესად)
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი

ანაზღაურება: 2000 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 12 დეკემბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე