მექანიკოსი/ავტომატიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი/ავტომატიკოსი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსი/ავტომატიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: მანავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** წარმოებაში მექანიკოსად მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობისა და დანადგარების შიდა ელექტრო გაყვანილობების შემოწმება;
** დანადგარების, შიდა ელექტრო გაყვანილობების პრევენციული მონიტორინგი და დიაგნოსტირება;
** გაუმართაობის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
** დანადგარების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** საწარმოო დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების საექსპლუატაციო პირობების დაცვა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ტექნიკური უნარები;
** სწრაფი რეაგირების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მექანიკოსი/ავტომატიკოსი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე