პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: მანავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** არსებული პროგრამული პროდუქტების მოდიფიცირება.
** საამქროში ბოთლებისა და ყუთების სკანირება;
** საამქროს დანადგარების პროგრამული უზრუნველყოფა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროგრამისტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე