უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სააღრიცხვო სისტემა 1C-ში ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის წარმართვა;
** თვის დახურვის პროცედურების შესრულება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** საგადასახადო პორტალზე RS.GE-ზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა სასურველია;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** ​დისციპლინირებულობა;
** ​ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: 600 ლარი;
** კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს. "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე