გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სტანდარტული ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და რეალიზებული პროდუქტის პროგრამულად ასახვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობის მართვა;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში;
** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატთან და POS-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების და წერის უნარი;
** აზრის გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** თავაზიანი, კომუნიკაბელური;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე lali@phoenix.ge გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე