მიმღების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო Brim Tbilisi
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
თბილისში, გაიხსნა პირველი სასტუმრო "Brim Tbilisi", რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს.

სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, 2 რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს. იმისათვის, რომ ჩვენმა გუნდმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს, ვაცხადებთ ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)

მოთხოვნები:

** სასტუმროში მიმღების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) კვება.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს შეგიწყობთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@brimtbilisi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე გადავლენ.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სარეკომენდაციო წერილი.

სასტუმრო "Brim Tbilisi" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე