მარაგებისა და ავტოპარკის მართვის ქვეგანყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგებისა და ავტოპარკის მართვის ქვეგანყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას მარაგებისა და ავტოპარკის მართვის ქვეგანყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

კომპანიაში მარაგების მოძრაობისა და საწყობში ეფექტიანი პროცესების უზრუნველყოფა, ავტოპარკის მართვა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მარაგებისა და ავტოპარკის მიმართულებების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** მარაგების მართვის პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კონტროლი;
** საწყობებში მიმდინარე პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესების მართვა;
** ავტოპარკისა და საწვავების პოლიტიკის შემუშავება / მართვა;
** დაქვედებარებული მიმართულებების ბიუჯეტების გეგმარება;
** მიმართულებების შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
** კომპანიის სხვა დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობა;
** პროექტების ინიცირება, გეგმარება და დანერგვა;
** მიმდინარე პროექტების მართვა (FMG)
** დაქვემდებარებულ მიმართულებებში ხარვეზების იდენტიფიცირება და მოგვარება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საწყობის / ლოჯისტიკის მიმართულებით;
** ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე;
** FMG სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია)

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგზე ორიენტაცია
** მოტივაცია
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სტრესულ გარემოებებთან გამკლავების უნარი
** ცვლილებებთან ადაპტაციის უანრი
** მოქნილობა
** ლიდერობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე