დასახელება: ტერიტორიის განვითარების მენეჯერი |
მომწოდებელი:
ჯისი
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B-ის მიმართულებით - შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი ბრენდების ("კიმბერლი კლარკი", "ეკოლაბი") რეალიზაციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონში, ტერიტორიის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე:
** პროდუქციის მიწოდების პროცესში დაბინძურების რისკების კონტროლი (HACCP) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა
** "Kimberly Clark Professional" - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას: სისუფთავე სახლს გარეთ, ერთჯერადი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები (ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, და სამრეწველო ობიექტებისთვის)
** "Ecolab" - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, როგორიცაა რესტორნები, წარმოებები, სასტუმროები და სხვადასხვა.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ ხელფასს
** გამომუშავებას პროდუქციის რეალიზაციიდან
** სამოტივაციო ბონუსს.
მოთხოვნები:
** ტექნიკური უმაღლესი განათლება
** გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება, როგორც უპირატესობა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
**კომუნიკაბელურობა
** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
** დარწმუნების უნარი
** მიზანდასახულობა
** ურთიერთობის დამყარების უნარი
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** აჭარის რეგიონში ყველა მსხვილ თუ მცირე ბიზეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.) და შემდგომ ურთიერთობაზე შეთანხმებას.
** კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
** პროექტის მომზადება. შეთანხმება კლიენტთან, სატესტო დანერგვა და შემდგომ პროექტის სრული დანერგვა.
** პერსონალის სწავლება
** მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი
** ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან.
** ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი დროულად, ვადებში დაფარვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.menabde@gisi.ge
|
|
|
|