ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: აკადემიური სასწავლო ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
უცხო ენების სასწავლო ცენტრი "Academic Learning Center" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

მოვალეობების აღწერა:

** ინგლისური ენის და ლიტერატურის სწავლება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის;
** სასწავლო აკადემიური წლის დაგეგმვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეებისთვის;
** როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება;
** მოსწავლეების მონიტორინგი და ურთიერთობა მშობლებთან;
** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში;
** პერიოდული პრეზენტაციების ჩატარება;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** ბავშვებთან სწავლების და ურთიერთობის გამოცდილება;
** უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ინგლისური ენის და ლიტერატურის დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სასწავლო ცენტრებში მუშაობის გამოცდილებას;
** დახვეწილი მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული, აქტიური;
** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა - PowerPoint, Internet, MS Word, Excel.

პოზიცია საჭიროებს დატვირთვას ნახევარ განაკვეთზე დღის მეორე ნახევარში, ჯამურად კვირის ჭრილში 28-30 საათს.
ანაზღაურება: 550 ლარი ხელზე

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.zirakadze@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 10 99 46
მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 4

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე