პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "კომპანია ორბიტა" სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2004 წელს. თუმცა კომპანია 1998 წლიდან მოღვაწეობდა სხვა სახელწოდებით და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში.

პარტნიორთა ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "კომპანია ორბიტა" გახდა საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი ისეთ პოპულარულ ბრენდებზე, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, PATOS, MOKATE, MISHKINO, ITALFOOD, NMGK, TADIM, Агрокультура, Prosto, Русский Завтрак, Националь.

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე გურჯაანში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი;
** უძრავი ქონების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1200 ლარიდან.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@orbita.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე