არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არაპროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერის (ფრონტი) პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა;
** დაზღვეული მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
** საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა, პასუხისმგებელი მენეჯერისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ დაზღვეულისთვის ინფორმაციის მიწოდება; უარის შემთხვევაში დეტალების ინტერპრეტაცია. ავტორიზაციის საჭიროებისას შესაბამისი ქმედების განხორციელება (პასუხისმგებელი მენეჯერისათვის ინფორმაციის მიწოდება ელ. ფოსტაზე და შემდგომ დაზღვეულის ინფორმირება);
** განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სადაზღვევო ბიზნესში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდურობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაგაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე