|
დასახელება:
დასუფთავების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Day Inn
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"Day Inn" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასტუმროს დაკავებული (Stayover) და გათავისუფლებული (Check-out) ნომრების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საწოლების მოწესრიგება, თეთრეულისა და პირსახოცების შეცვლა, სტუმრის მოხმარების ნივთებისა და ჰიგიენური საშუალებების შევსება;
** სასტუმროს საერთო სარგებლობისა და საოპერაციო დასუფთავება;
** სამუშაო ინვენტარისა და დასუფთავების ურიკების მოწესრიგება და საჭირო მარაგებით შევსება;
** დასუფთავების პროცესში ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ნომრებსა და საერთო სივრცეებში აღმოჩენილი დაზიანებებისა და ტექნიკური გაუმართაობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა და ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ფიზიკურად აქტიური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
** მსგავს პოზიციაზე, სასურველია სასტუმროში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო ქიაჩელის ქუჩა 10
ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/oqhAxA...42KYB6rSy7
განაცხადის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@day-inn.ge
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|