ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ჯუნიორ ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯუნიორ ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
** კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი ** კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "ESG" და სხვა.
** დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge/

Advanced Audit & Consulting Company (AACC) პარტნიორი კომპანიისთვის GDCC (Georgian Distribution & Commercial Company) აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

GDCC საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს FMCG სექტორში და უზრუნველყოფს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: L`Oréal Paris, Garnier, Maybelline New York, Johnson & Johnson, Ficosota, Reckitt, SC Johnson და სხვა.

რას გთავაზობთ?

** გრაფიკი: ორშააბათიდან პარასკევის ჩატლით 09:00-17:30 სთ-ები
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზირი 25.
** ანაზღაურების რეინჯი: 1000-1500 (გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდების მართვისა და განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბრენდების გაყიდვების, მომგებიანობისა და ძირითადი კომერციული მაჩვენებლების ანალიზში ასისტირება;
** ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
** საერთაშორისო მომწოდებლებთან და ბრენდების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში ჩართულობა;
** პროდუქციის ასორტიმენტის მართვასა და განვითარებაში მონაწილეობა;
** ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესის მხარდაჭერა;
** ფასების მონიტორინგსა და ფასების პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული და პრომოაქტივობების დაგეგმვაში, განხორციელების მონიტორინგში და ეფექტიანობის შეფასებაში მონაწილეობა;
** პროდუქციის მარაგებისა და გაყიდვების დინამიკის მონიტორინგის პროცესის კოორდინირება;
** გაყიდვების, მარკეტინგის, შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა;
** პერიოდული ანალიტიკური რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯმენტის, კატეგორიის მართვის, შესყიდვების ან კომერციული მიმართულებით;
** FMCG ან სადისტრიბუციო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარი.

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:

** ანალიტიკური და კომერციული აზროვნება;
** განვითარებისა და ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების მაღალი მოტივაცია;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ კომპანია:

** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ბრენდ მენეჯმენტისა და FMCG მიმართულებით;
** გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
** დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ჯუნიორ ბრენდ მენეჯერი"

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე