ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Day Inn
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სასტუმრო "Day Inn" რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უნაბში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 11 ნომერი.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლეო ქიაჩელის 10 (რუსთაველის მეტროსთან ახლოს);
** ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი;
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფორმა.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება (Check-in)
** სტუმრების გაწერა (Check-out)
** სტუმრების მოთხოვნებისა და საკითხების მართვა
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** მენეჯერის ინსტრუქციების შესრულება
** ყოველდღიური ადმინისტრაციული დავალებები

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრატორის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ყურადღება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@day-inn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - "ადმინისტრატორი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 789 014

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე