|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ბიდი კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
შპს "ბიდი კომპანი" წარმოადგენს FERRERO-ს ბრენდის (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს მძღოლის ვაკანსიას.
მდებარეობა: ქ. რუსთავი
სამუშაო საათები: 08:30-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ავტომობილის მართვა;
** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან;
** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ანგარიშსწორება ობიექტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B- კატეგორიის მართვის მოწმობა, მექანიკა (აუცილებელი)
** 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bdcompany.ge. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი კომპანის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|