ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი-საბურთალოს ტერიტორია.
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: 1200 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო წერტილებში ვიზიტების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია, ახალი პროდუქტებისა და მიმდინარე აქციების/ფასდაკლებების გაცნობა ობიექტის მენეჯერებისთვის.
** თაროებზე პროდუქციის განთავსების, ასორტიმენტის სისრულისა და ადგილმდებარეობის მონიტორინგი.
** სარეკლამო მასალებისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მერჩენდაიზერის პოზიციაზე 6 თვიანი გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@bdcompany.ge. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი კომპანის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე