ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დერმატო-ვენეროლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დერმატო-ვენეროლოგი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
კლინიკა "კანი" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიპროფილური სამედიცინო კლინიკაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სამედიცინო მომსახურებებს, ესთეტიკურ მედიცინას, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომებს.

კლინიკის საქმიანობა მოიცავს დერმატოლოგიას, ტრიქოლოგიას, თმის მკურნალობასა და გადანერგვას, პოდოლოგიას, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მომსახურებებს. კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით, თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობით.

ამჟამად კლინიკა "კანი" ბათუმის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას დერმატო-ვენეროლოგის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, მოქმედი კლინიკური გაიდლაინებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების მიღება, ინტერვიუირება, სამედიცინო ანამნეზის შეკრება და კლინიკური გასინჯვა;
** კანის, თმისა და ფრჩხილების დაავადებების დიაგნოსტიკა, შეფასება და მკურნალობა;
** დერმატო-ვენეროლოგიური დაავადებების მართვა, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრა;
** დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების განსაზღვრა;
** მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, შესაბამისი დანიშნულებების გაცემა და მკურნალობის შედეგების მონიტორინგი;
** ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებების მართვა და პაციენტების მდგომარეობის დინამიკაში შეფასება;
** პაციენტებისთვის მკურნალობის სქემის, რეკომენდაციებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა პროფილის სპეციალისტებთან თანამშრომლობა და პაციენტის შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო ცნობებისა და დოკუმენტების გაცემა;
** კლინიკაში დანერგილი შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში დერმატოლოგიური პროცედურებისა და მცირე სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დერმატო-ვენეროლოგის შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** დერმატო-ვენეროლოგად მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული გაიდლაინებისა და სამედიცინო სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პროფესიული ეთიკის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკაში მუშაობას;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "დერმატო-ვენეროლოგი — ბათუმი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნეს განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე