ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: პრემიერი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
კომპანია "პრემიერი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

"პრემიერი" ფქვილის მწარმოებელი მზარდი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება გაყიდვების პროცესს, ეფექტურად წარადგენს კომპანიის პროდუქციას და ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის წარდგენა და შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა და დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ახალი ობიექტებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება;
** არსებულ მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** მომხმარებელთა ბაზის გაფართოება;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა და ანალიზი;
** საკვებ ობიექტებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო);
** პირადი ავტომობილის ფლობა (სავალდებულო);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 2 000 ლარი;
** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას - 1 000-დან 3 000 ლარამდე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობას;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს.

მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 101
დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: info@royalgrain.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პრისეილერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე