ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
კარდიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარდიოლოგი
მომწოდებელი: თანამედროვე სამედიცინო ცენტრ
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
თანამედროვე სამედიცინო ცენტრი ეძებს გამოცდილ კარდიოლოგს 4 თვის ვადით. გთავაზობთ სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს, კვალიფიციურ დამხმარე პერსონალსა და პროფესიულ კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

ექიმი-კარდიოლოგი (დროებითი - დეკრეტის ჩანაცვლება)
ხანგრძლივობა: 4 თვე
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე (09:00 - 18:00)

ძირითადი ფუნქციები:

** ოპერაციისთვის პაციენტის მომზადება ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის ჩატარება და აღწერა;
** სტრეს-ტესტების (ტრედმილი, ველოერგომეტრია, სტრეს-ექო) ჩატარება და უსაფრთხოების კონტროლი;
** ეკგ-სა და წნევის ჰოლტერის (24/48 სთ) მონაცემების პროგრამული გაშიფვრა და დასკვნის მომზადება;

მოთხოვნები:

** სახელმწიფო სერტიფიკატი კარდიოლოგიაში და შესაბამისი სუბსპეციალობების ნებართვები (ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტები, ჰოლტერი);
** კარდიოლოგად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: stkebuchava@onepoint.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ექიმი-კარდიოლოგი -დროებითი".

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე