ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.

კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ საწარმოო კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ პაკეტს;
** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვის სრული ციკლის წარმართვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გუნდის ხელმძღვანელობა, ფუნქციების განაწილება და მუშაობის კოორდინაცია;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების, საპენსიო) მომზადება და დროულად წარდგენა;
** წარმოების ხარჯების გამოანგარიშება და პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის შედეგების შემოწმება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვის პარამეტრების განსაზღვრა საბუღალტრო პროგრამაში;
** სახელფასო უწყისის საბოლოო გადამოწმება და გადარიცხვის კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების, ხარჯებისა და დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა;
** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსურ ანალიზში მონაწილეობა;
** საბუღალტრო პროგრამაში მონაცემთა სისწორის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ბუღალტრულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** წარმოების ხარჯების აღრიცხვისა და თვითღირებულების კალკულაციის გამოცდილება;
** Fina-ს ან ანალოგიური საბუღალტრო პროგრამისა და rs.ge-ს ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული ან/და ინგლისური B2 დონე;
** უპირატესობად ჩაითვლება წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება და პროფესიული სერტიფიკატი (ACCA, CIPA, CAP).

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდის ხელმძღვანელობისა და მოტივირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარი, კომპანიის ყველა რგოლთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
** სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2026 წ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე