ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.

კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ. მაზნიაშვილის № 4

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ საწარმოო კომპანიაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ პაკეტს;
** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრების მიერ გატარებული ოპერაციებისა და პირველადი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, ბუღალტერიის ნებისმიერი მიმართულების აღრიცხვა (საბანკო ოპერაციები, შესყიდვები და რეალიზაცია, საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები, მარაგები, შრომის ანაზღაურება);
** უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მუხლების გადაფასება და კონტრაგენტებთან ნაშთების შედარება;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა და საგადასახადო დეკლარაციებისთვის მონაცემების მომზადება;
** მთავარი ბუღალტრისთვის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
** ბუღალტრებისთვის მეთოდური მხარდაჭერა და მთავარი ბუღალტრის ჩანაცვლება მისი არყოფნის პერიოდში;
** ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ბუღალტრულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** Fina-ს ან ანალოგიური საბუღალტრო პროგრამისა და rs.ge-ს ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული ან/და ინგლისური B2 დონე;
** უპირატესობად ჩაითვლება წარმოების სფეროში მუშაობის, საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების აღრიცხვის გამოცდილება და პროფესიული სერტიფიკატი ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარი, კომპანიის ყველა რგოლთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
** კოლეგებისთვის ცოდნის გაზიარებისა და მხარდაჭერის უნარი;
** სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უფროსი ბუღალტერი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2026 წ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე