|
დასახელება:
სტაჟირება/გარე საქმისწარმოების იურისტი
|
| მომწოდებელი:
კერძო სააღსრულებო ბიურო
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს სტაჟირებას გარე საქმისწარმოების იურისტის პოზიციაზე.
პირველი სამი თვე არაანაზღაურებადი, მომდევნო სამი თვე ანაზღაურებადი.
1. სტაჟირება გარე საქმისმწარმოებელი იურისტი
** აღმასრულებლის საქმიანი კორესპონდენციის მართვა. საქმიანი წერილების ადრესატისთვის ჩაბარება.
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და მათთვის მიმართულების მიცემა.
** ინფორმაციის მოძიება და მესამე პირებთან ურთიერთობა.
** აღმასრულებლის არყოფნის შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის ჩაწერადა შეტყობინების შინაარსის მისთვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა.
** აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება.
** აღმასრულებელთან ერთად თბილისსა და რეგიონებში სამუშაო ვიზიტის განხორციელება.
სავალდებულო მოთხოვნები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან უნდა იყოს მე-4/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ამავე მიმართულებით
სასურველი მოთხოვნები: მართვის მოწმობის ქონა და გამოცდილება მანქანის მართვაში
დამატებითი მოთხოვნები
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
კონკურსის ეტაპები:
** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
განცხადების ბოლო ვადა: 02.12.2026.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: enforcer.office@gmail.com და "subject" გრაფაში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|