ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Infinity Solutions
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ.

თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** უარზე სწორი რეაგირების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელეფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები);
** კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა;
** CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა;
** განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი;
** ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი;
** გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა;
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი, + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი.

შერჩევის პროცესი:

** დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე;
** მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას;
** სატელეფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე;
** საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: sales@infinity.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე