|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
Onex Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.
პოზიციის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დისციპლინირებულ და გამოცდილ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ამანათების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას და განთავსებას ლოქერებში, დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
მოთხოვნები:
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ამანათების უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება და ლოქერებში განთავსება;
** ტრანსპორტირებისას კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** Fitpass;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@onex.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.
მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
|
|
|
|