|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Flexsecure
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შესყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შესყიდვების მენეჯერისთვის სავალდებულოა:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა თუ სამართლის მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS office);
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები: 1800.00 ლარიდან.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.N3.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@flexsecure.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|