ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ოპერაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სს "კავკასიის ტურისტულ ჰოლდინგი" ში შემავალი კომპანია სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "კავკასიის ტურისტულ ჰოლდინგი" 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"-ს და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე (ორშაბათი - პარასკევი)
** შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** გიდებისა და მძღოლების შერჩევა, მათთან კომუნიკაციის წარმოება, სამუშაო დეტალების შეთანხმება და შესრულების პროცესის მონიტორინგი.
** ტურისტული ტრანსფერებისა და ტურების მარშრუტების, გრაფიკისა და ლოგისტიკის დაგეგმვა კომპანიის სტანდარტებისა და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.
** ჩამოსვლისა და გამგზავრების რეისების მონიტორინგი, ცვლილებების ოპერატიული დამუშავება და შესაბამისი მხარეების ინფორმირება.
** ტურისტული პროგრამების შესაბამისად რესტორნების შერჩევა, შეთანხმება და წინასწარი დაჯავშნების უზრუნველყოფა.
** გაწეული ხარჯების სისტემაში შეყვანა, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი.
** დამხვედრ-გამცილებლების დღის განრიგის შედგენა, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და ეფექტური კოორდინაცია.
** გაყიდული ტურების მონაცემების შესაბამის პროგრამაში დროული და ზუსტი შეყვანა და სტატუსების კონტროლი.
** დამატებითი სერვისების (მუზეუმები, მატარებლები, საბაგიროები და სხვა ტურისტული აქტივობები) მოძიება, შეთანხმება და დაჯავშნა.
** სასტუმროებთან კოორდინაცია, განსაკუთრებით გამგზავრების ტრანსფერის დროის მიწოდების მიზნით, მომსახურების შეუფერხებელი უზრუნველყოფა.

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი - რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი - მძღოლებთან, გიდებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე - მონაცემების, ჯავშნების, ხარჯების სწორად დამუშავება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა - დაკისრებული მოვალეობების დროული და ხარისხიანი შესრულება
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი - გეგმებისა და პრიორიტეტების სწრაფად ცვლილების შესაძლებლობა საჭიროებისამებრ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@GDM.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოპერაციების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას! 

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე