ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ კადრს სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. თანამშრომლის მთავარი მოვალეობა იქნება კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ანგარიშსწორებისა და ავტორიზაციების პროცესების მართვა.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან და საკითხების სწრაფი ოპერირება.
** ავტორიზაციების მართვა: პაციენტების სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო დაფარვების მოთხოვნა, საგარანტიო წერილების მიღება/გადამოწმება.
** დოკუმენტაციის მომზადება და რეესტრები: სადაზღვევო შემთხვევების შესაბამისი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის სრული წესრიგით წარმოება.
** ანგარიშსწორება და კონტროლი: შესრულებული სამუშაოების რეესტრების მომზადება, სადაზღვევოში გადაგზავნა და დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
** ხელშეკრულებების მართვა: არსებული სადაზღვევო ხელშეკრულებების პირობების ცოდნა, განახლება და ახალ კომპანიებთან თანამშრომლობის ინიციირება.
** პაციენტთა კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის სადაზღვევო პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების განმარტება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ჯანდაცვის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება ან სამედიცინო განათლება).
** გამოცდილება: სამედიცინო სექტორში ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება.
** სამედიცინო საინფორმაციო სისტემებთან (MIS) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
** სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე