ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
შესყიდვების მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (მინიმუმ B2 დონე - ბიზნეს კორესპონდენციისა და მოლაპარაკებების წარმოებისთვის);
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel-ის) კარგი ცოდნა;
** ძლიერი მოლაპარაკების, ანალიტიკური და დროის მართვის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, შესყიდვის სამართლებრივი და ორგანიზაციული პროცედურების წარმართვა;
** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება;
** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
** მომწოდებლების მონაცემების შედგენა და განახლება;
** საქონლის/მომსახურების მომწოდებლების კვლევა და შეფასება;
** საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა დადგენილი პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
** ბაზრის კვლევა, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შეთავაზებების (ინვოისების, ტექნიკური და ფინანსური წინადადებების) შედარებითი ანალიზი;
** განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვის დროს, დადგენილი წესით ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულ მომწოდებელთან, შესყიდვის სამართლებრივი და ორგანიზაციული პროცედურების წარმართვა;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ელექტრონული რეესტრის წარმოება/მუდმივი განახლება;
** მომწოდებლებზე დაკისრებული პირგასამტეხლოების და გაფრთხილების რეესტრის წარმოება/მუდმივი განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე