ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
** სასაქონლო მარაგებისა და ნედლეულის ნაშთების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარება;
** მატერიალური ფასეულობებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში;
** ფინანსური და საბუღალტრო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** კომუნიკაცია აუდიტორებთან, მომწოდებლებთან და შესაბამის უწყებებთან;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან - 3000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე