|
დასახელება:
სუ-შეფი
|
| მომწოდებელი:
კლიონ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
შპს "კლიონ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.
მის: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 44
სამუშაო გრაფიკი: 2\2-ზე 09:30-დან 21:30-მდე
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოს მართვა და ორგანიზება.
** სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი.
** პერსონალის სამუშაოს განაწილება და კოორდინაცია.
** სამზარეულოში დისციპლინისა და წესრიგის დაცვა.
საკვების ხარისხის კონტროლი
** კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური მხარის კონტროლი.
** რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების დაცვა.
** პორციებისა და პროდუქტის ნორმების კონტროლი.
** კერძების გაცემამდე მათი ხარისხის შემოწმება.
პროდუქციის კონტროლი:
** პროდუქტების მიღებისა და ხარისხის შემოწმება.
** ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი.
** FIFO პრინციპის დაცვა.
** ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული შეკვეთის უზრუნველყოფა.
** დანაკარგებისა და ჩამოწერების კონტროლი.
ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა:
** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
** სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის კონტროლი.
** ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი.
** უმი და მზა პროდუქტების განცალკევების უზრუნველყოფა.
** HACCP-ის მოთხოვნების შესრულება.
პერსონალის მართვა: მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაცია.
სავალდებულოა: სუ-შეფად მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება და რუსული ენის ცოდნა.
ხელფასი: 2625 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: kordzakhya.k@kliongroup.com ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 511714468
|
|
|
|