ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ქუდოს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

Kudos Georgia წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 55-ზე ქვეყანაში.

კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში და მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

პოზიცია: სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა და სატრენინგო მასალის სრულყოფილად შესწავლა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით
** Excel-ის საბაზისო ცოდნა

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

სამუშაო განაკვეთი: სრული

** სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 5 თვეს;
** სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 კანდიდატის შერჩევა;
** სტაჟირების პროგრამა დაიწყება 2027 წლის 11 იანვარს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 24 დეკემბრამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე