ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
შეფ დე პარტიე - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: სასტუმრო ალპინა
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"Hotel Alpina" გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე აშენებული სასტუმროა, რომელიც 2022 წლიდან განახლებული დიზაინით მასპინძლობს სტუმრებს.

60-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს ზამთრის სეზონის განმავლობაში და მასში განთავსებულია რესტორანი, ტერასა და ლაუნჯ ბარი. ასევე, სასტუმროში ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბილიარდის მაგიდებით. სასტუმროს მიმდებარედ დამონტაჟებული ბიგელის ტიპის საბაგირო კი სრიალის მოყვარულ დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, სასტუმროდან პირდაპირ სათხილამურო კურორტის მთავარ ფერდობს დაუკავშირდნენ.

"Hotel Alpina" აცხადებს შეფ დე პარტიეს ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
(კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 2200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით
** სასტუმროს შინაგანაწესის, საოპერაციო პროცედურებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების გათვალისწინება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** შეფ მზარეულის ასისტირება სამზარეულოს სამუშაო პროცესების დაგეგმვის, კერძების მომზადებისა და ადმინისტრაციული საკითხების კუთხით
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს თანამშრომელთა გუნდის ზედამხედველობა, მათი სამუშაო პროცესების მონიტორინგი და შეფასება
** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** სამზარეულოს სტანდარტებისა და კერძების პრეზენტაბელურობის მონიტორინგი
** ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება შეფ მზარეულთან
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ინვენტარის ზედამხედველობა, დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
** შეფ მზარეულის ასისტირება სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ბიუჯეტირების კუთხით, ხარჯების კონტროლი
** სამზარეულოს თანამშრომლების დატრენინგება, მათი სამუშაო პროცესების მუდმივი ხელშეწყობა

რას ველით თქვენგან:

** Demi chef, chef de partie-ს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიან გამოცდილებას (სასურველია სტუმართმასპინძლობის სფეროში)
** შვედური მაგიდისა და ალა-კარტე მენიუს კონცეფციის ცოდნას
** კულინარიული ტენდენციების ცოდნასა და ინოვაციურ ხედვას
** გუნდის ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარს
** სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (განსაკუთრებით HACCP)

რას გთავაზობთ ჩვენ:

** თანამშრომლის კვებასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** დინამიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** მაღალი სტანდარტის სამზარეულოს და ტექნიკურ რესურსს
** დამატებით ფასდაკლებებს კომპანიაში შემავალ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე