ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" (სპმთპ) აცხადებს ვაკანსიას სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ბუღალტრის პოზიციაზე (გამოსაცდელი ვადით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** ბუღალტრული გატარებების პერიოდული ასახვა საბუღალტრო ორის პროგრამაში;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა;
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;

აუცილებელი მოთხოვნაა:

** საბუღალტრო პროგრამის ორისის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office პროგრამების (Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა)

სამუშაო საათები (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 6 საათამდე)
მის: საბურთალო, სოკრატე არშბას N 5
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1400 ლარი

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დროს, ხელფასს და პირობებს და რეზიუმე მერე გამოაგზავნოთ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: spmtpbugalteria@gmail.com.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე