ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: პლანეტარიუმი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.

პოზიცია: ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი

ჩვენ გთავაზობთ:

** შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალურ დასაქმებას;
** ანაზღაურება: 1800 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00.

მოვალეობები:

** საწყობში ტვირთის მიღება, განთავსება, შენახვა და აღრიცხვა, ნაშთებისა და საქონლის მოძრაობის კონტროლი;
** გაყიდვების მენეჯერებისგან შეკვეთების მიღება და დროულად დამუშავება;
** შეკვეთების შეგროვება და პარტნიორებისთვის საქონლის გაცემა ოფისიდან;
** პარტნიორებისთვის საქონლის მიწოდება კომპანიის ავტომობილით;
** ფინანსურ განყოფილებასთან თანამშრომლობა: დოკუმენტების გაფორმება და საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;
** საწყობში წესრიგისა და შენახვის წესების დაცვა;
** ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი გრაფიკით;
** კომპანიის ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. მოთხოვნები:
** საწყობში ან ლოგისტიკაში მუშაობის გამოცდილება -მინიმუმ ერთი წელი;
** საქონლის აღრიცხვის გამოცდილება (Excel ან სხვა სასაწყობე პროგრამა);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დოკუმენტაციის სიზუსტე;
** სამუშაო ჩატსა და განაცხადებზე დღის განმავლობაში ოპერატიული რეაგირება;
** ოფისში ყოფნა სამუშაო საათებში;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა - B2 (პარტნიორებთან და თანამშრომლებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 25 დეკემბერი 2026 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე