ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ექიმი ექოსკოპისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ექოსკოპისტის თანაშემწე
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
დაიწყე კარიერა ექოსკოპიის სფეროში კლინიკა "ენმედიცში"!

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ექიმი ექოსკოპისტის თანაშემწის ვაკანსიას.

თუ გაინტერესებთ სამედიცინო სფერო, გსურთ იმუშაოთ გამოცდილ ექიმებთან, მიიღოთ ახალი ცოდნა და შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება, შემოგვიერთდით!

რას გთავაზობთ?

** მუშაობას გამოცდილ ექიმ ექოსკოპისტებთან;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს.

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმი ექოსკოპისტის დახმარება კვლევის პროცესში;
** პაციენტების მიღებისა და პაციენტთა ნაკადის ორგანიზება;
** ექიმის მიერ მომზადებული კვლევის პასუხების კომპიუტერში აკრეფა და ბეჭდვა;
** დაბეჭდილი პასუხების ექიმისთვის წარდგენა და პაციენტისთვის გადაცემის პროცესის ორგანიზება;
** კვლევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური პროცესების უზრუნველყოფა;
** პაციენტებთან თავაზიანი და კომუნიკაბელური ურთიერთობა.

ვის ვეძებთ?

** სასურველია სამედიცინო განათლება ან სამედიცინო სფეროში სწავლის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
** სწრაფი და გამართული ბეჭდვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3 (ყოფილი წინანდლის ქ. №9-11), 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-16:00; ყოველ მეორე შაბათს, მორიგეობის შემთხვევაში: 10:00-15:00.
** ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები). შაბათის მორიგეობის ანაზღაურება განისაზღვრება დამატებით, შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: hr@enmedic.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: ექიმი ექოსკოპისტის თანაშემწე.

გასაუბრება შესაძლებელია დაუყოვნებლივ! ველოდებით დაინტერესებულ კანდიდატებს უკვე ხვალიდან!

კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია:

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კლინიკა "ენმედიცის" მიერ ვაკანსიის შერჩევისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კლინიკა უზრუნველყოფს კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, მათ უსაფრთხოებასა და მხოლოდ შესაბამისი კანონიერი მიზნით გამოყენებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე